სათვალთავალო კამერები უბნებზე – ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნებისთვის ემზადებიან
ოკუპირებულ აფხაზეთში 11 აპრილს ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.
მოსახლეობა ე.წ. დეპუტატებს ოთხი წლის ვადით აირჩევს.
ცნობილი ხდება, რომ სოხუმში ყველა საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის დღეს, სათვალთვალო კამერები იქნება, პროცესის ტრანსლირება ე.წ. ცესკო-ს პორტალზე მოხდება. ამის მიზეზად კი ე.წ. არჩევნების მიმართ ნდობის ამაღლება სახელდება.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. კანდიდატების წარსადგენად საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო.