კოვიდინფიცირების 4 ახალი შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დაფიქსირდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 360-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 271.739-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

აჭარა – 14, იმერეთი – 50, ქვემო ქართლი – 9, შიდა ქართლი – 35, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 25, კახეთი – 8,მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4-ნათქვამია განახლებლ ინფორმაციაში.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთა განმართებით 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ცაგერის, 3 კი ონისა და ამბროლაურის მაცხოვრებელია, ხოლო ლენტეხის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში არცერთი დადასტურებული შემთხვევაა.

“17 ადამიანს ჩავუტარეთ სწრაფი ტესტირება, არცერთს დაუდასტურდა. ლენტეხში ამ მომენტისთვის არცერთი დაინფიცირებული და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები არ გვყავს“, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან“ ლენტეხის ეპიდემიოლოგმა ლამზირა ბენდელიანმა.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ამ მომენტისთვის 60-მდე ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები