სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 748 000 ლარი გამოეყო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აცანის, მამათისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლანჩხუთის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სპორტული მოედნები რეაბილიტირდება, გარე განათებები მოეწყობა და შიდა გზები შეკეთდება.
“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავასრულეთ. სულ 54 შეხვედრა ჩატარდა. უახლოეს პერიოდში საპროექტო სამუშაოები დაიწყება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებს განვახორციელებთ”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 748 000 ლარი გამოეყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები