ხარაგაულში 8 სოფლის მოსახლეობამ “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები შეარჩია
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მოლითი, ქვები, ბაბი, ჭარტალი, დეისი, ბეჟათუბანი, ანიულა და ნებოძირში შედგა. ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრებს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი უძღვებოდა.
“მოსახლეობამ ერთმანეთთან კონსულტაციების შედეგად შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო
მოლითი – 12 000 ლარი – გზის შეკეთება, წყლის მილების შეძენა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
ანიულა – 10 000 ლარი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია
ბეჟათუბანი – 10 000 ლარი – გზის შეკეთება, წყლის სისტემის რეაბილიტაცია, წყლის მილების შესყიდვა.
ნებოძირი – 10 000 ლარი – გარე განათების სისტემის მოწყობა, წყლის მილების შესყიდვა.
ქვები – 12 000 ლარი – საუბნო გზების მოხრეშვა-შეკეთება(ზედა ქვები), გარე განათების სისტემის მოწყობა(ქვედა ქვები).
ჭარტალი – 10 000 ლარი- გზის შეკეთება, წყლის სისტემის მოწყობა, საფეხმავლო გზის ნაპირზე მოცურების საწინააღმდეგო ბაგირის მოწყობა.
ბაბი – 10 000 ლარი- საუბნო გზების მოხრეშვა-შეკეთება, წყლის მილების შესყიდვა
დეისი – 10 000 ლარი – გარე განათების მოწყობა, წყლის მილების შესყიდვა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.