თელავის მუნიციპალიტეტში შვიდი ახალი ჭაბურღილი მოეწყობა
თელავის მუნიციპალიტეტში 7 ახალი ჭაბურღილის მოწყობა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სასმელი წყლის ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ინტენსიურად მიმდინარეობს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ჭაბურღილების მოწყობა სასმელი წყლის ხარისხისა და დებეტის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
“თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის რეგულარულ მიწოდებასთან დაკავშირებით ხშირად იქმნებოდა პრობლემები. აღნიშნული საკითხის ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, 2020 წელს დავიწყეთ 7ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები, რაც მიმდინარე წელსაც გრძელდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული 85 ჭაბურღილის მოვლა-პატრონობაზე კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 850 000 ლარამდე იხარჯება. ამ მიმართულებით მუშაობას მერია მომავალშიც გააგრძელებს, ვინაიდან ჩვენი მოსახლეობისთვის წყლის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – აღნიშნა შოთა ნარეკლიშვილმა.
ჯამში, 7 ჭაბურღილის მოწყობაზე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 091 368 ლარი დაიხარჯება.