ბორჯომის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, თებერვლის თვეში 112 299 ლარის დაფინანსება გასცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, თებერვლის თვეში 112 299 ლარის დაფინანსება გასცა,- ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 342 ბენეფიციარს გაუწია.
„56 618 ლარი 71 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 48 ბენეფიციარი 4 845 ლარით დაფინანსდა.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა და სხვა. ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.