სიღნაღში 8 საბავშვო ბაღი რეაბილიტირდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2020 წელს რვა საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდაბ აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში მოხდა სველი წერტილების და სამზარეულოების მოწესრიგება.

“საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 971 ლარი დაიხარჯა.

ადგილობრივი თვითმმართველობისთვის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის მოწყობა კვლავაც პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

ასევე, სამომავლოდ, სიღნაღში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაც განიხილება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები