ონში, კვაშხიეთის თემში მოსახლეობამ პრიორიტული ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩია
ონის მუნიციპალიტეტის კვაშხიეთის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებში «სოფლის პროგრამის“ ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზების სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა . დასახლებული პუნქტების- კვაშხიეთი, ბოყვა, ხეითი, ჯოისუბანი და ზვარეთი მოსახლეობამ შეხვედრაზე პრიორიტეტები განსაზღვრა- ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს. მათივე განმარტებით, აღნიშნულ სოფლებში საერთო კრებების უკვე ჩატარდა, მოსახლეობას კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით გაეწია და განემარტათ, რომ „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამა საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული.
საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის მნიშვნელოვნი ის პრიორიტეტები განსაზღვრა, რაც “სოფლის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდება-ზვარეთში – გარე განათების მოწყობა, ხეითში – წისქვილის რეაბილიტაცია და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია,კვაშხიეთში – სანიაღვრე არხების მოწყობა,ჯოისუბანში – გზის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა,ზუდალში – შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა და ბოყვაში – სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია გადაწყდა. 2021 წლის პირველი მარტის მონაცემებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 13 ადმინისტრაციული ერთეულის 48 სოფელში ჩატარდა”,- აცხადებენ მერიაში.