კონსულტაციები გრძელდება-ამბროლაურში მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობას შეხვდნენ
ამბროლაურში მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე სოფლების – ლიხეთი, აბარი, ურავი, კრიხი, სხვავისა და ფუტიეთის მოსახლეობას შეხვდნენ-ინფორმაციას ამის შესახებ ამბროლაურის მერია ავრცელებს. მათივე განმარტებით ადგილობრივებთან კონსულტაციები ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით გაიმართა. მოსახლეობამ თავიანთ დასახლებულ პუნქტებში ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად პრიორიტეტები განსაზღვრა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აირჩია.
„პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 5 მარტამდე გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში, 10-დან 16 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება“,-აცხადებენ ამბროლაურის მერიაში.