ახალციხეში გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი განთავსდება (ფოტორეპორტაჟი)

ახალციხეში გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლი და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის განთავსება იგეგმება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის ესკიზისა და „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებლად გამოცხადებული კონკურსები დასრულდა.
გიორგი ბრწყინვალეს ძეგლის ესკიზებისა და სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა მემორიალის განსათავსებლად, საკონკურსო ნამუშევრები, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის ფოიეში ,სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, კულტურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა, სამხარეო ადმინისტრაციის ,მუნიციპალიტეტის მერიისაა და საკრებულოს, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენა, 10 მარტის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს შეეძლება დაათვალიეროს. გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლის ესკიზის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა 13 ნამუშევარი, ხოლო „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ შესარჩევ კონკურსში 8 ესკიზი. მიმდინარე წლის 10 მარტს, საკონკურსო კომისია გამოავლენს 1 გამარჯვებულს, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ მონაწილეებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები