შუახევში მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების საქმიანობა განახლდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, 1 მარტიდან მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების საქმიანობა განახლდა.
სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით განაახლეს საქმიანობა შუახევის მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა, რომლებიც ადგილობრივებს, ისე საერთაშორისო ვიზიტორებს არსებული რეგულაციების დაცვით უმასპინძლებენ.
დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, დაბის საჯარო ბიბლიოთეკას, ოლადაურის ბიბლიოთეკასა და არჩილ მაკარაძის სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმს მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად ეწვია და ადგილზე გაეცნო უსაფრთხოების მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს და დადგენილ სტანდარტებს.
თითოეულმა მოქალაქემ ზედმიწევნით უნდა დაიცვას სამედიცინო პროტოკოლი, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა მოსალოდნელი საფრთხე.
შუახევის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 4 მუზეუმი და 8 ბიბლიოთეკა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები