ცაგერის მუნიციპალიტეტში „სოფლის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ცაგერის მუნიციპალიტეტში “სოფლის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით საერთო კრებები ოყურეშისა და ტვიშის თემებიდან დაიწყო. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და პროგრამის ფარგებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები აღნიშნულ თემებში შემავალი სოფლების მაცხოვრებლებს შეხვდნენ. როგორც „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს ხმათა უმრავლესობით შემდეგი პროექტების განხორციელება გადაწყდა- ტვიშში-გარე განათების გაგრძელების სამუშაოები, ლახეფაში-შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია.
ორხვში – ორხვი-სასმელი წყლის მილების შესყიდვა. ოყურეშში-სოფლის სხვადასხვა უბნის წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია, ოფიტარაში-გარე განათების გაგრძელების სამუშაოები.
ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრაფიკის მიხედვით გრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები