ბოლნისის მერმა 2020 წლის ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გამართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ბოლნისოს მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის საქმიანობის ამგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მწრიიდან აცნობეს. დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მერმა ანგარიშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა. პანდემიიდან გამომდინარე, ანგარიშს მხოლოდ საკრებულოს დეპუტატები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ამიტომ მოქალაქეებისთვის ანგარიშის გაცნობის მიზნით ონლაინ პრეზენტაცია სოციალურ ქსელში გაიმართა