პაპუნა მარგველაძე: მზად ვარ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის
სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე აგრძელებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებულმა და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა- გოჩა ენუქიძემ შეხვედრა ონის მუნიციპალიტეტის მერთან -დავით ჩიკვაიძესთან და მერიის სამსახურის უფროსებთან გამართეს. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა ისაუბრა დღის წესრიგში მდგარი საკითხების დროულ და ეფექტურ გადაჭრაზე. მოისმინა თანამშრომლების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი საკითხები და ერთობლივად გაიმართა მსჯელობა მათი მოგვარების გზებზე. შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხილვა წარმოადგენდა.
‘’შეხვედრები, რომლის ძირითად მიზანს ადგილობრივი თვითმმართველობის და სამხარეო ადმინისტრაციის კოორდინირებული მუშაობა წარმოადგენს მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მზად ვარ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის.’’ აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა -პაპუნა მარგველიძემ.