გარემოსდაცვით კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს

“გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განილიხება – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით კანონპროექტის თანახმად, საწარმოები ვალდებულები იქნებიან მიმდინარე წლის ზაფხულიდან უზრუნველყონ ჰაერის დაბინძურების თვითმონიტორინგი.

“კანონპროექტი აყალიბებს სამ ძირითად ახალ პრინციპს: პირველი არის ის, რომ შეიქმნება გარემოსდაცვითი ფონდი და ამ ფონდში აკუმულირებული თანხა მთლიანად გამოიყენება გარემოს აღდგენისთვის. მეორე კომპონენტი, ეს არის ახალი ვალდებულებები ბიზნესისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. კანონპროექტის თანახმად, საწარმოები ვალდებულები იქნებიან მიმდინარე წლის ზაფხულიდან უზრუნველყონ ჰაერის დაბინძურების თვითმონიტორინგი, რომელიც გულისხმობს ობიექტებში საწარმოთა ციკლის ცვლილებას, რაც უზრუნველყოფს, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება იყოს მინიმუმი, რაც ზოგიერთი ქალაქისთვის, მათ შორის რუსთავისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა.” -განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები