სოფელ ხაშმში ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო-პროცესს მერის მოადგილე გაეცნო

სოფელ ხაშმში შესასვლელი ცენტრალური გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე-ალექსი გილაშვილმა მიმდინარეო პროცესი ადგილზე მოინახულა, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელსა და რეგიონული საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფის წევრებს გაესაუბრა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა. “პროექტის ღირებულება 1 370 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია- სს ” კავკასავტომაგისტრალი” ასრულებს”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები