ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 461 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 57 გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 461 ახალი შემთხვევიდან იმერეთში – 57 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 135, საიდანაც: 1 471 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 276.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის იმერეთში – 69.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 102 პირი, მათგან იმერეთში – 12.
149 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 9 – იმერეთში. 515 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 237 ადამიანი.
ინფიცირების შედეგად კიდევ 12 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები