რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3-ით გაიზარდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 461 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 250 შემთხვევა, აჭარაში – 7, იმერეთში – 57, ქვემო ქართლში – 12, შიდა ქართლში – 35, გურიაში – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 30, კახეთში – 29, მცხეთა-მთიანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთა განცხადებით ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევიდან 2 ამბროლაურის, ერთი კი ცაგერის მაცხოვრებელია.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსი ამ მომენტამდე 60-მდე ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.