კახეთში კოვიდინფიცირების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, კახეთში, კორონავირუსის 29 შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, გამოვლენილი, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი 271 379-ს შეადგენს.
ამის შესახებ ინფორმაცია,
მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 461 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 250 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 57, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 35, გურია – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3″,- ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 12 შემთხვევა დაფიქსირდა.