ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 12-ით გაიზარდა
ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ ვებგვერდზე Stopcov.ge გაავრცელა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 461 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 250 შემთხვევა, აჭარა – 7, იმერეთი – 57, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 35, გურია – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3”, – ნათქვამია განცხადებაში.