ადიგენში უკანასკნელი ვეტერანი პავლე პეტრიაშვილი 100 წლის გახდა

პავლე პეტრიაშვილი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია. ის ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში დაიბადა და გაიზარდა. რამდენიმე დღის წინ მას დაბადებიდან ასი წელი შეუსრულდა. როგორც თავად „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, ერთადერთი ცოცხალი ვეტერანია ადიგენის მუნიციპალიტეტში.
100 წლის პავლე სიხარულით და ცრემლმორეული თვალებით იხსენებს საკუთარ წარსულს. გვიყვება იმასაც, როგორ გადაასახლეს საქართველოდან ციმბირში სხვა ადამიანის გამო.
„თავიდან ჯარში დამბრაკეს. არც სიმაღლე მიწყობდა ხელს და არც წონა, ამიტომ ომში არ წამიყვანეს. მოგვიანებით კი, როცა ძალიან დასჭირდათ მებრძოლები წამიყვანეს და ვიბრძოლე უკრაინაშიც. ბრძოლის დროს დამჭრეს, შრამი ახლაც მაქვს თავის არეში. ორჯონიკიძის საავადმყოფოში ვიწექი. ამის შემდეგ ტყვედ ამიყვანეს“,- იხსენებს საუკუნის ადამიანი.
100 წლის პავლეს 3 გოგო ჰყავდა, ერთ-ერთი მათგანი ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. დღეს უკვე 4 შვილიშვილი და 5 შვილთაშვილი ჰყავს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ომის ვეტერანს ადგილობრივი ხელისუფრების წარმომადგენლები ესტუმრნენ, 500-ლარიანი ვაუჩერი გადასცეს და დაბადების დღე ტკბილეულობით მიულოცეს.
უფრო მეტი დეტალი მეორე მსოფლიო ომის მონაწილის შესახებ, ნახეთ „რეგიონული კვირას“ მომზადებულ სიუჟეტში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები