“ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მიგრაციის შეჩერებაა” – პარმენ მარგველიძემ ლენტეხსა და ცაგერში შეხვედრები გამართა
„რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მოგრაციის შეჩერებაა“,-ამის შესახებ მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ ლენტეხსა და ცაგერში შეხვედრების შეჯამებისას „რეგიონულ კვირასთან“განაცხადა. მარგველიძის განმარტებით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რწმუნებულის რანგში პირველად მართავს შეხვედრებს.
„ჩვენ მიმდინარე და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები განვიხილეთ, ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხის მოგვარებაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება და აინტერესებს“,-განაცხადა პარმენ მარგველიძემ.