ონის 43 სოფელში მოსახლეობამ პრიორიტეტული პრობლემები უკვე შეარჩია

ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ონის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, წედისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში – წედისში, სხანარში, ქვედრულაში, ქვედში და ირში იმყოფებოდა.
“საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის მნიშვნელოვნი პრიორიტეტები განსაზღვრა- ქვედში სპორტული ინფრასტრუქტურის, ქვედრულაში-სკვერის,ირში – სპორტული ინფრასტრუქტურის, წედისში- სპორტული მოედნის და სხანარში- წყლის სისტემის მოწყობა – რეაბილიტაცია შეარჩიეს. 2021 წლის პირველი მარტის მონაცემებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 12 ადმინისტრაციული ერთეულის 43 სოფელში ჩატარდა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში 10 მარტამდე გრძელდება“,-აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები