ჭიათურაში დაკარგული 24 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ჭიათურაში დაკარგული 24 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. კახა კახიანს, ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მას მანქანა დაეჯახა.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
კახა კახიანი 27 თებერვალს გაუჩინარდა. ბოლო ინფორმაციით, ჭიათურიდან საჩხერის მიმართულებით უცნობმა პირმა გაიყოლა და შემდეგ მისი კვალი გაქრა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები