“პატარა ძმა ყვიროდა მიშველეთო” – რა მოხდა გარდაბანში

პატარა ძმა ყვიროდა მიშველეთო, უფროსი კი მიწაზე იწვა და ქვედა კიდურიდან მოსდიოდა სისხლი, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თვითმხილველმა მწყემსმა აბრეზ აბრეაზოვმა განუცხადა.

მწყემსი დეტალურად იხსენებს მომხდარის დეტალებს და ამბობს, რომ ორივე ძმა საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მოსვლამდე, ადგილობრივის მანქანით გადაიყვანეს.

“შუადღე იყო საჭმელად წამოვედი, როდესაც უკან ვბრუნდებოდი ცხვრის ფარასთან ძლიერი აფეთქების ხმა გავიგე, დაახლობით, 100 მეტრში ჩემგან და მივირბინე სასწრაფოდ.

პატარა ძმა ყვიროდა მიშველეთო, უფროსი კი მიწაზე იწვა და ქვედა კიდურიდან სისხლი მოსდიოდა. როცა წყალი დავასხი გამოფხიზლდა და სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გადავიყვანეთ ადგილობრივის მანქანით საავადმყოფოში”, – უთხრა “რეგიონულ კვირას”  აბრეზ აბრეაზოვმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გარდაბანში, მესამე საჯარო სკოლასთან აფეთქება მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, მისი ძმა კი დაშავდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები