ბორჯომის მუნიციპალიტეტში თორმეტივე საბავშვო ბაღმა სააღმზრდელო პროცესი განაახლა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 12-ვე საბავშვო ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი განახლდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბორჯომის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რაზმაძე და კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ხუჯაძე ქალაქსა და სოფლებში არსებულ საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ და სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს გაეცნენ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით დაიწყეს.

საბავშვო ბაღების პერსონალი პრევენციის მიზნით, covid-19-ზე სავალდებულო ტესტირებას დღეიდან გადის.

საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ. გამოყოფილია საიზოლაციო ოთახები, სადაც რესპირატორული სიმპტომების მქონე აღსაზრდელები დროებით, კანონიერი წარმომადგენლის მოსვლამდე განთავსდებიან.

საბავშვო ბაღები სრულად არიან აღჭურვილი საჭირო ინვენტარით და სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაწესებულებებში რეგისტრირებული აღსაზრდელისთვის,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების მიერ შეძენილ იქნა ინდივიდუალური საკანცელარიო ნივთები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები