გასულ 24 საათში სამცხე-ჯავახეთში კოვიდინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 4 697 გახდა.

ბოლო 24 საათში დაფიქსირებული ერთი შემთხვევა ბორჯომში გამოვლინდა.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განმარტებით, თვითიზოლაციაში 73 პირი იმყოფება, მათგან ადიგენში – 7; ასპინძაში – 4 ;ახალციხეში – 1 ; ახალქალაქში – 4  და ბორჯომში – 56 პირი.

ცნობისთვის, რეგიონის კოვიდ კლინიკაში 12 პაციენტი მკურნალობს.

ცნობისთვის, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან 4 615 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები