“ჭიათურის ყველა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი რეკომენდაციების შესაბამისად განახლდა”

ჭიათურის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. როგორც “რეგიონულ კვირას” ჭიათურის მერიიდან აცნობეს, ბაღებში აღსაზრდელებს მუნიციპალიტეტის მერი გივი მდოებაძე ეწვია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმოამდგენლებთან ერთად გაეცნო სკოლამდელ დაწესებულებებში არსებულ ვითარებას.

“ჭიათურის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული საბავშვო ბაღის განყოფილებებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობას და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ცერცვაძე გაერთიანებული საბავშვო ბაღების დირექტორთან მაკა წერეთელთან ერთად გაეცნენ.
ჭიათურის 28 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით და ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით დაიწყო.
ასევე განხორციელდა სკოლამდელი აღზრდის სექტორში მომსახურე პერსონალის ტესტირება”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები