გარდაბანში მომხდარ აფეთქებას არასრულწლოვანი ემსხვერპლა

გარდაბანში აფეთქება მოხდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით დაღუპულია ერთი არასრულწლოვანი, მეორე კი დაშავდა და სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ გარდაბნის საავადმყოფოში გადაიყვანა.

თვითმხილველების განცხადებით, მცირეწლოვან ძმებს ხელყუმბარა აუფეთქდათ, რის შედეგადაც უფროსი ძმა გარდაიცვალა.
მათივე თქმით, შემთხვევა ქალაქში, ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს მოხდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები