გორში შსს-მ 16 წლამდე მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავა
შიდა ქართლში პოლიციამ მასწავებელი დააკავა, რომელიც არასრულწლოვანი მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული.
არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ არასრუწლოვანმა ჯერ სხვა პედაგოგს, მოგვიანებით კი მშობლებს აცნობა. მაშინ შუა ხნის მამაკაცი ბრალს არ აღიარებდა. თუმცა, მომხადრის გახმაურების შემდეგ, საქმეში, ახალი ვიდეო მტკიცებულებები გამოჩნდა, სადაც ჩანს თუ, როგორ ახორციელებს პედაგოგი ანალოგიურ ქმედებას სხვა ბავშვების მიმართ.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველთან დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.