გოგი მეშველიანი დმანისში რეაბილიტირებულ ბაღზე: ყველა პირობაა, რომ ბავშვებმა კომფორტულ გარემოში მიიღონ სკოლამდელი განათლება

დმანისის მუნიციპალიტეტში, N1 სააბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი ახლად რეაბილიტირებულ გარემოში განახლდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დმანისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. სააღმზრდელო პროცესის განახლებას საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ქვემო ქართლის გუბერნატორთან, შოთა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებთან ერთად დაესწრო. როგორც გოგი მეშველიანმა აღნიშნა ეს პირველი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაღია დმანისის მუნიციპალიტეტში. „კარგი სიახლე გვაქვს დმანისიდან . დღეს გაიხსნა თანამედროვე სტანდარტებით რეაბილიტირებული N1 საბავშვო ბაღი. სააღმზრდელო პროცესის განახლებას ქვემო ქართლის გუბერნატორთან, შოთა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებთან ერთად დავესწარი. საბავშვო ბაღი კოვიდ- რეგულაციების დაცვით ფუნქციონირებს. ეს პირველი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაღია დმანისის მუნიციპალიტეტში, აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა კომფორტულ გარემოში მიიღონ სკოლამდელი განათლება”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ბაღში 4 ჯგუფი და 140 აღსაზრდელია. სამუშაოების სრული ღირებულება 489912,02 ლარია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია, ცენტრალური გათბობა, სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები, სველი წერტილები სამზარეულო. კეთილმოეწყო ეზო, დამონტაჟდა ატრაქციონები მოეწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები