ხულოს მერია: სკოლამდელ დაწესებულებებში, უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების მიზნით, პერიოდულად განხორციელდება მონიტორინგი

დღეიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე საბავშვო ბაღებში ჩატარდა სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოები. თანამშრომლებს ჩაუტარდათ PCR ტესტები.

“მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო პროცესი COVID-19-ის გავრცელების საპრევენციო ზომების დაცვით მიმდინარეობს

სკოლამდელ დაწესებულებებში, უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების მიზნით, პერიოდულად განხორციელდება მონიტორინგი”, – ნათქვამია ხულოს მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები