ახმეტაში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 სექცია ამოქმედდა

დღეიდან საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 სექცია ამოქმედდა, – ამის შესახებ ინფორმაციას 112-ი ავრცელებს.

“2021 წლის 1 მარტიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 (ოთხი) ლოკაციაზე განთავსდა:

1. ახმეტის რაიონი, სოფელ მატანიდან – ახმეტის რაიონი, სოფელ დუისამდე. ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

2. ახმეტის რაიონი, სოფელ დუისიდან – ახმეტის რაიონი, სოფელ ჯოყოლომდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

3. ახმეტის რაიონი, სოფელ ჯოყოლოდან – ახმეტის რაიონი, სოფელ დუისამდე. ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

4. ახმეტის რაიონი, სოფელ დუისიდან – ახმეტის რაიონი, სოფელ მატანიმდე. ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1213 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით”,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები