შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა და ადგილზე არსებულ ვითარებას ეცნობა.
ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.
შარლ მიშელმა ოფიციალური შეხვედრები უკვე გამართა პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. მიშელი ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.
შარლ მიშელი საქართველოს გუშინ ეწვია.