შუახევის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა
დღეიდან, შუახევის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციის და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით განახლდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, გახსნამდე საბავშო ბაღებში განხორციელდა სადეზინფექციო და გენერალური დალაგების სამუშაოები.
“პერსონალს ჩაუტარდა COVID 19-ზე სწრაფი PCR ტესტები.
ბაღი აღჭურვილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით და შესაბამისი რესურსით.
სანიტარია-ჰიგიენის მიმართულებით, საბავშვო ბაღების მონიტორინგს ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან ერთად, შესაბამისი სამსახური ყოველდღიურად განახორციელებს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.