ქობულეთში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო
ქობულეთში, გამწვანების სამსახური მუნიციპალიტეტის მასშტაბით წინასაგაზაფხულო სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ ეტაპზე ციხისძირში, ზღვისპირა პარკის მოწესრიგება მიმდინარეობს. ასევე
სკვერში ხეები ისხვლება, წესრიგდება სასეირნო ბილიკები და საპარკე სკამები.