ცაგერში 15-ვე საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი რეკომენდაციების დაცვით განახლდა
ცაგერის მუნიციპალიტეტში, 15 საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით განახლდა, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირას” ადგილობრივი სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა ბურჯალიანმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ყველა საბავშვო ბაღში ინფექციის პრევენციისათვის საჭირო აქსესუარები შეტანილია და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებული.
„მუნიციპალური საბავშვო ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებისათვის სრულ მზადყოფნაშია. აღჭურვილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით. სააღმზრდელო პროცესი COVID-19-ის გავრცელების საპრევენციო ზომების სრული დაცვით მიმდინარეობს, კვებაზე ტენდერები დასრულებულია და გამარჯვებული კომპანიები ბაღებში პროდუქტის ადგილზე მიტანას შეფერხების გარეშე განახორციელებს“,-განაცხადა მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის-ცაგერის მუნიციპალიტეტში ჯამში 267 აღსაზრდელია რეგისტრირებული.