რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების 1 შემთხვევა ამბროლაურს უკავშირდება
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების ერთი დადასტურებული შემთხვევა ამბროლაურს უკავშირდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვკრას” ამბროლაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, ლენტეხსა და ონში თვითიზოლაციაში აღარავინ იმყოფება, ცაგერსა და ამბროლაურში კი მათი რიცხვი 55-მდე აღწევს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 160-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 270.918-ს მიაღწია.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 73 შემთხვევა, აჭარა – 17, იმერეთი – 33, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 3, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1”,- ნათქვამია განცხადებაში.