ქვემო ქართლში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქვემო ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 73 შემთხვევა, აჭარა – 17, იმერეთი – 33, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 3, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1”, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება გარდაცვლილებას, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები