სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 22 პირი კი გამოჯანმრთელდა

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვირუსი 22-მა პაციენტმა დაამარცხა.

მათივე ცნობით, სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 106 ადამიანი მკურნალობს. მათგან 10-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები
ასეთია: რუხის კლინიკაში იმყოფება – 46 კოვიდპაციენტი მათ შორის 3 მძიმე პაციენტი.
სენამედის კლინიკაში – 6 მათ შორის 1 მძიმე პაციენტია. ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის, მკურნალობის კურსს გადის 22 პირი, მათ შორის მძიმეა 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 5 პაციენტი მკურნალობს მათ შორის 1 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში – 6
სენაკი ლაზიკა მედში კი 21 ინფიცირებულია მოთავსებული მათ შორის 1 მძიმე.
ამ დროისთვის, რეგიონის საკარანტინე სივრცეებში სულ 86 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები