კახეთში კოვიდ-19-ის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევიდან, კახეთში 6 გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი, დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი 265 523 შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია
მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 73 შემთხვევა, აჭარა – 17, იმერეთი – 33, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 3, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი – 3, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო 24 საათში, ვირუსით 10 პირი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები