ქუთაისში 37 საბავშვო ბაღიდან სააღმზრდელო პროცესი 34-ში განახლდა

ქუთაისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. მოქმედი 37 საბავშვო ბაღიდან ბავშვები მხოლოდ 34 ბაღში მიიღეს. როგორც ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი განმარტავს, მიზეზი კორონავირუსია. მისი თქმით, სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე გაერთიანების ყველა თანამშრომელი დაიტესტა და მე-5, 29-ე და 37-ე ბაღების სამ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, უსაფრთების მიზნით ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.

წიტაიშვილის განმარტებით დანარჩენ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი წესების დაცვით განახლდა. ბავშვებს თერმოსკრინინგი უტარდებათ, ხდება ოთახების დეზინფექცია. ქუთაისის ბაღებში 8500 ბავშვია რეგისტრირებული, დღეს ბაღებში 2471 ბავშვი მივიდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები