აჭარაში მართვით სუნთქვაზე 4 კოვიდინფიცირებული რჩება

ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა 14 გამოჯანმრთელებული – აჭარაში ეპიდვითარება საგრძნობლად დასტაბილურდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საერთო ჯამში რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 35 606-ია.
სამინისტროს ცნობით, ბათუმის კოვიდკლინიკაში მკურნალობას 120 ინფიცირებული გადის, მათგან მართვით სუნთქვაზე 4 პირი იმყოფება. კოვიდ სასტუმროში – 43 მოქალაქე, ხოლო ონლაინ კლინიკაში – 87 პირია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები