ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი რეგულაციების დაცვით განახლდა

ბათუმში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით განახლდა.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,
განხორციელდა საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ტესტირება, ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო და მორეცხვის სამუშაოები. მუნიციპალური საბავშვო ბაღები აღჭურვილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით. სააღმზრდელო პროცესი COVID-19 -ის გავრცელების საპრევენციო ზომების სრული დაცვით მიმდინარეობს. ბათუმის მასშტაბით საერთო ჯამში 35 სააღმზრდელო დაწესებულებაა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები