რუსთავში ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი აღდგა
რუსთავში, მერვე მიკრო რაიონში ახლადრეაბილიტირებული 6 ჯგუფიანი საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელიც 150 სკოლამდელ აღსაზრდელზეა გათვლილი.
რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის აღდგენას დაესწრო.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას რუსთავის მერმა აღნიშნა, მერვე მიკრორაიონს ეს ბაღი განსაკუთრებულად სჭირდებოდა.
“მინდა პირველ რიგში მივულოცო რუსთაველ ბაღის ბავშვებს და რა თქმა უნდა, პედაგოგებსაც დღევანდელი დღე, რადგან, პირველი მარტიდან საშუალება მოგვეცა სასწავლო პროცესი განგვეახლებინა.
34 ბაღი, ეს არის ერთ-ერთი ახლადრეაბილიტირებული დაწესებულება, რომელიც ექსპლუატაციაში დღეს შევიდა და დღეს მიიღო პირველი ბავშვი. ეს ბაღი სკოლამდელ აღსაზრდელთა 6 ჯგუფზეა გათვლილი. მერვე მიკრორაიონში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბაღის გახსნა. ეს პანდემიის დროს ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია”, – თქვა ირაკლი ტაბაღუამ.