შოთა რეხვიაშვილი რუსთავში გამართულ აქციის ორგანიზატორებს შეხვდა

რუსთავში-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე გამართული აქციის ორგანიზატორებმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტარციაში გადაინაცვლეს, სადაც მათ შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე შეხვდნენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხს შესაბამის უწყებებთან გაივლიან.

„დღეს რამდენიმე ახალგაზრდას ჰქონდათ პროტესტი საწვავის გაზრდილ ფასთან დაკავშირებით რასაც მოჰყვა ავტობანის გადაკეტვა. პირველ რიგში ჩვენ შევთანმხდით, რომ მიუხედავად იმისა რომ გამოხატვის თავისუფლებაა პროტესტი უნდა იყოს გარკვეულ ჩარცოებში და პროტესტი არ უნდა ცდებოდეს კანონის დარღვევას და არ უნდა უშლიდეს გადაადგილებს სხვა მოსახლეობას.ძალიან ადეკვატური და კარგი ახალგაზრდები არიან. ჩვენ არასდროს არ გავურბივართ მოსახლეობასთან შეხვედრებს. არის ძალიან ფაქიზი თემა, ეს ადამიანები ძალიან კარგად აცნობიერებენ რომ ეს თემა არ არის ერთ ქვეყანაზე და ერთ ხელისუფლებაზე დამოკიდებული, ნავთობის ფასის ფორმირება არის მსოფლიოს პრობლემა და მსოფლიოს გამოწვევა . აქედან გამომდინარე თუ კი რამე შეიძლება მოიძებნოს რესურსი,რომ უმტკივნეულოდ დაბალანსდეს ფასი ჩვენ კიდევ ერთხელ გავივლით თუმცა იყო საუბარი, რომ აქციზის და დეღეგეს გადასახადი და შესაბამისად წლის ბიუჯეტი შემდგარია აქ დიდი მოლოდინები არ გვაქვს. ჩვენ ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან დეტალურად გავივლით. ეს არ არის მხოლოდ ქვემო ქართლის პრობლემა დღეს სხვადასხვა მხარეებშიც იყო მსგავსი აქციები და თუკი არის ბერკეტი და ბექანიზმი იმისა რომ დაბალანსდეს და შედარებით უფრო უმტკივნეულოდ ჩამოყალიბდეს და ფორმირდეს საწვავის ფასი გვექნება დამატებითი ინფორმაცია და ამ ინფორმაციებს გავუცვლით“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ მძღოლებმა რუსთავის შემოსასვლელი გადაკეტეს და აპროტესტებდნენ საწვავზე ფასების ზრდას. აქციის მონაწილეების მთავარი მოითხოვა ქალაქის პირველ პირებთნ შეხვედრა იყო. ახალგაზრდებმა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მაგისტრალის გახსნისა და საკითხის სამუშაო ფორმატში განხილვის გადაწყვეტილება ადგილზე შოთა რეხვიაშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები