მეუფე იაკობი: ზოგიერთი მედიასაშუალება “რუსული ძალის” მხარდამჭერია

ბოდბელი ეპისკოპოსს მიაჩნია, რომ კონკრეტული მედიასაშუალებების მმართველები რუსეთის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ, რაც ეკლესიის დიკრედიტაციაზე მათ მიერ მომზადებული შეკვეთილი სიუჟეტებიც ადასტურებს.

„თქვენ ხომ არ ხართ რუსული გავლენის?! “მთავარი”, “ფორმულა”, “ტვ პირველი”, რუსული ძალა ყველას საქართველოს მტრული ძალის მხარდამჭერია, ვინც ეკლესიაზე ცდილობს, რომ შეტევა მიიტანოს და ცუდი გადაცემები გააკეთო . ვიღაც მიიყვანონ არშემდგარი ადამიანები, შეიძლება ყოფილი სასულიერო პირებიც იყვნენ, შეტევაა სულ პატრიარქეზე, რეებს ლაპარაკობენ. ჩვენ თმენის ვალდებულებაც გვაქვს, შეგვიძლია. რა გგონიათ, ვინც გამოდიან წინ დაგვიდგებიან?! თქვენ ხო იცით რომ მე არც მენახებიან, დამემალებიან სადმე რომ მნახონ.
ტელევიზიაში მმართველებიც ვინც არიან, მათ გადაცემებს უკვეთავენ და მიდის ჩვენზე საუბარი. მე ვფქირობ, რომ ტელევიზიები დადებით როლს ითამაშებენ ძალიან პროფესიონალები ხართ, ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ და უკეთესის გაკეთებაც შეგიძლიათ. ჩვენი ერის, აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზეც დიდ როლს ითამაშებთ. ერთმანეთს პირში ვუთხრათ, რაღაც არის, ტელევიზიაში რომ გამოხვალ და ვიღაცას რომ ისეთ სიტყვებს ალაპარაკებენ, მე რომ მაშინ გამითიშავ, ეს ხომ რაღაცას ნიშნავს. თან ვიცი ვის ვინ აფინანსებს, თუ რუსულ რაღაცებს ჩავყვებით მე ძალიან ადვილად მივალ იმათზეც. არ გვინდა ასეთი რაღაცების კეთება”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები