ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ვარაუდობს, რომ ოპოზიციას აქციაზე რეგიონებიდან ხალხი ჩამოყავს და სანაცვლო მათ ფულს უხდიან. ამის თქმის საფუძველს მეუფე იაკობს აქციის მიმდინარეობისას იქ მისული ადამიანების ნათქვამი მოჰყავს.
„სამარცხვინო რაღაცებია. გავიაროთ რუსთაველზე, თბილისელები არიან თუ კონკრეტული რაიონებიდან ჩამოყვანილები, ხომ ვიცით როგორ ჩამოყავთ ხალხი?! ახლა რომ ვთქვა ფულს უხდიან ამდენ და ამდენსო დაიწყებენ არა, არ ვაკეთებთო. მიტინგებზე პარტიებს როგორ დაყავთ ხალხი ვიცი თუ არ ვიცი?! სამთავრობო რესურსი მაგათ არ აქვთ დაავალონ და ჩამოვიდნენ . გადით, გაიარეთ, საუბარს მოუსმინეთ და მიხვდებით მაგის თქმა შემიძლია, ვარაუდი გამოვთქვა თუ არა მასეთი„- აღნიშნა მეუფე იაკობმა, ხირსის მონასტრეში წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ.