ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციებელი პროექტების ფონდიდან 648 000 ლარი დაიხარჯება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბორჯომის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შერჩევის მიზნით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი,მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
Მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ამჯერად სოფელ ზემო ენთელში, ფხეროში, შოყაში,შოლავერში, უნწასა და ბენარაში გაიმართა.
ცნობისთვის, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
2021 წელს, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში,საქართველოს რეგიონებში განსახორციებელი პროექტების ფონდიდან 648 000 ლარი დაიხარჯება.
დასახლებების საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიწყო და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით გაიმართება.