ქუთაისში “ნამახვანჰესის” აშენების მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ჰესების კასკადის მშენებელი კომპანია “ენკა”-ს მიერ რიონის ხეობის დატოვებას და იმ ნებართვის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს.
აქციის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქცია აპოლიტიკური ხასიათის არის.
მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მცირე ჯგუფებად დაიყოფიან და რიონის ხეობაში მორიგეობას გააგრძელებენ.
აქციას მხარდამჭერები, სხვადასხვა რეგიონიდან უერთდებიან, მათი თქმით, სოლიდარობას უცხადებენ, ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ საკუთარი მიწის 100 წლით გასხვიდება. აქციას ასევე შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ რიონისხეობის მოსახლეობის ნაწილის პროტესტის 126-ე დღეა გრძელდება, ისინი ღამეებს კარვებში ათენებენ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები